საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შოვში სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის.
ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.