ბოლო ინფორმაციით, რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესების განვითარებით დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა.
"210 მოქალაქე უვნებელი იქნა გამოყვანილი... სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის 7 გარდაცვლილია ნაპოვნი, ცხედარი. ძალიან მძიმე ვითარებაა, 30-ზე მეტს ეძებენ. დაველოდოთ, მიდის აქტიური სამუშაოები.
მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ პროცესში მაშველებთან ერთად ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავიანთი სპეცსაშუალებებით, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ორშაბათი, 7 აგვისტო, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება.