,,დილიდან გაგრძელდა ადამიანების გამოყვანა სტიქიის ზონიდან. ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა პირი, რომელიც პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა უსაფრთხო ადგილას. სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენების გამოყენებით სრული მასშტაბით მიმდინარეობს უშუალოდ მაშველების ჩართულობით»-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ამ მომენტისთვის 35 ადამიანია, რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება.
,,რაც შეეხება ადამიანებს რომლებთანაც ვერ ხერხდება კავშირი, ამ მომენტისათვის არის 35 ასეთი ადამიანი, პროცესი გრძელდება, ხდება მონაცემების გადამოწმება. რაც შეეხება სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ტექნიკა მობილიზებულია, უკვე მოხერხდა ორი ექსკავატორის გადაყვანა და პროცესი გრძელდება მდინარეზე . ასევე, ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ორ წაღებულ ხიდთან დაკავშირებით. ხიდის მონტაჟი, როგორც ვგეგმავდით, დღეს დაიწყება.“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.