უკრაინის გენერალური პროკურატურის დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა 10 749 მშვიდობიანი მოქალაქე, 15 599 კი დაიჭრა.
ამის შესახებ გენარალური პროკურატურის წარმომადგენელმა იური ბელოუსოვმა „ინტერფაქს-უკარაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„გვესმის, რომ აღნიშნული რიცხვები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. როდესაც ჩვენს ტერიტორიებს გავათავისუფლებთ, რიცხვები ბევრად გაიზრდება, შესაძლოა ათჯერაც“, - განაცხადა ბელოუსოვმა.
ბელოუსოვის თქმით, მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში, შესაძლოა, ათობით ათასი დაღუპული იყოს.
მისივე თქმით, სამართალდამცველები შეეცდებიან დაადგინონ ოკუპანტების ყველა მხვერპლის ვინაობა, იმის მიუხედავად, რომ ძალიან რთული იქნება, რადგან მისი განმარტებით, რუსებმა, შესაძლოა, ცხედრები ხელახლა სხვაგან დამარხეს, გაიტანეს, მათი პოვნა კი რთული იქნება.