ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე ევროკავშირის წლიურ ანგარიშში საქართველოს შეფასების ნაწილს ეხმაურება.
როგორც თენგო კირთაძემ აღნიშა, საქართველოს მდგომარეობის მსგავსი შეფასება ევროკავშირის წლიურ ანგარიშში სავსებით მოსალოდნელი იყო.
მისი თქმით, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ვერ გვექნება ვერანირი პროგრესი და წინსვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
„ჩვენ ვერ გავხდებით თავისუფალი სამყაროს, ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს მისი პოლიტიკით, რომ რუსეთის ფედერაციის წინაშე დაგვტოვოს მარტო“ - თქვა თენგო კირთაძემ.