რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთში ჩავა.
ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პრეზიდენტი ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ორი ქვეყნის ლიდერი თურქეთში პუტინის ვიზიტზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს არ უნდა იქნას მიღებული ზომები ესკალაციისთვის, ასევე ხაზი გაუსვა შავი ზღვის ინიციატივის მნიშვნელობას.
ერდოღანის განცხადებით, შავი ზღვის ინიციატივის ხანგრძლივი შეწყვეტა სიკეთეს არავის მოუტანს, მისივე თქმით, დაზარალდებიან ის ქვეყნები, რომლებისთვისაც მარცვლელულის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და დაბალი შემოსავლები აქვთ. ერდოღანმა აღნიშნა, რომ მარცლეულზე ფასები, რომლებიც მანამდე 23 პროცენტით იყო შემცირებული, ბოლო ორ კვირაში 15 პროცენტით გაიზარდა.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ინტენსიურ ძალისხმევას და დიპლომატიას შავი ზღვის ინიციატივის გასაგრძელებლად.