“მარცლეულის შეთანხმების“ ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, ჯერაც არ შესრულებულა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი მზადაა დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს შეთანხმებას, თუმცა ის ნაწილი უნდა შესრულდეს, რომელიც რუსეთს ეხება.
„რუსეთი მზად არის დაუყოვნებილ დაუბრუნდეს შეთანხმებას, არა მხოლოდ მოლაპარაკებებს, არამედ თავად შეთანხმებას, დაუყოვნებლივ მზად არის ეს გააკეთოს. უბრალოდ, შეთანხმება უნდა შესრულდეს იმ ნაწილში, რომელიც რუსეთს ეხება, ამ დრომდე ეს შესრულებული არ არის, როგორც იცით“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით გასულ წელს მიღწეული „მარცვლეულის შეთანხმება“ შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ითვალისწინებდა.
რუსეთმა შეთანხმებაში მონაწილეობა 17 ივლისს შეაჩერა.