კოსოვოსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტოროებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ნარატივს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„კოსოვოსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტოროებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ნარატივს, რითაც კრემლმა 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის ოკუპაცია „დაასაბუთა“. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება რუსული სახელმძღვანელოს მეთოდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, - წერს გახარია.''
ირაკლი კობახიძემ ბათუმში რუსი ტურისტებისთვის აფხაზეთზე კითხვების დასმა სერბეთში გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ტურისტებისთვის კოსოვოზე კითხვის დასმას შეადარა.
"სერბეთში რომ ჩავიდნენ ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები და მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი გეტყვით, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ არის სერბეთის ნაწილი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ტურისტები ცუდი ადამიანები არიან - რაც უთხრეს, იმას იმეორებენ". - თქვა კობახიძემ.