აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის წაყენებულ ბრალდებას ტვიტერში ეხმიანება.
„დღევანდელი ბრალდება ემსახურება მნიშვნელოვან შეხსენებას: ვინც თავს აყენებს კონსტიტუციაზე მაღლა, არასდროს უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, - წერს მაიკ პენსი.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.