ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გრიგორი კარასინისა და ირაკლი კობახიძის მიერ მსგავსი შინაარსის გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, უბრალოდ დამთხვევაზე კი არ არის საუბარი, ბოროტების იმპერიის შთამომავლის პუტინის რუსეთისა და ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდაში სრული კოორდინაციაა.
მისი თქმით, ეს მხოლოდ ერთი რამით აიხსნება - ჩვენს მტერს აწყობს ის ხელისუფლება, რომელიც დღეს არის საქართველოში.
“ამ რეჟიმის ნაბიჯები ასუსტებს საქართველოს, მარტოს ტოვებს დასავლეთისგან იზოლაციაში და რუსეთის შინაშე. რუსული პროპაგანდა ცდილობს დაეხმაროს ივანიშვილის რეჟიმს და გაამყაროს მისი გზავნილები, ამით აიხსნება მათი ის თანხვედრა გზავნილებში, რასაც არა მხოლოდ ახლა, უკვე წლებია ვხედავთ”- თქვა გიგა ბოკერიამ.