ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს ეხმაურება. როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, არავინ არ არის წინააღმდეგი, რომ ჩინეთთან იყოს ნორმალური სავაჭრო და კულტურული ურთიერთობა, მაგრამ ის იყოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ეს ბევრ კითხვებს აჩენს.
მისი თქმით, ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია და სტრატეგიული ობიექტების აღება ევროკავშირისთვის მთავარ საფრთხეს წარმოდგენს.
“აქ წინა პლანზე გამოდის ანაკლიის პროექტი, საიდანაც ამ მთავრობამ ამერიკელები გაუშვა, რუსეთის ინტერესების ლობირება მოხდა და ახლა რაღაცნაირად ჩინეთზე გადადის.
ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, მათ შორის, იმ პროცესში, რასაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ხელისუფლების განცხადებები 12 პუნქტზე ტყუილია, ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯები ამტკიცებს, რომ ამ პუნქტების შესრულება არ სურს” - თქვა გიგი წერეთელმა.