შპს „საქართველოს მელიორაცია“ რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის   გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.
ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე, ბუჩქნარისა და ნატანისაგან  2 კილომეტრი სიგრძის  კოლექტორული და შემკრები ქსელი იწმინდება.
სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს; 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.
დამშრობ მასივზე სამუშაოები აგვისტოს შუა რიცხვებში  დასრულდება.