რუსეთს ახლა არ აქვს შესაძლებლობა უკრაინის პორტების დაკავება, რადგან მისი ყველა დარტყმა აბსოლუტურად ტერორისტულია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ მედიასთან ინტერვიში განაცხადა.
„ადეკვატურია ის, რომ ადამიანი ბომბავს პორტებს? მოდით, უბრალოდ ვისაუბროთ ამაზე. მას {პუტინს} არ შეუძლია ამ პორტების ოკუპაცია. ანუ ეს არ არის საომარი მოქმედებები, მას არ შეუძლია პორტებში შემოსვლა, შეუძლებელია. არ აქვს ამის შესაძლებლობა. ჩვენ უბრალოდ ჩავძირავთ მის ფლოტს თუ მოგვიახლოვდება. და ეს მან შესანიშნავდა იცის. ანუ ეს არ არის სამხედრო სამიზნე. ის ბომბავს ოდესას, პორტებს და ისტორიულ ცენტრებს... და აქ თქვენ უნდა უპასუხოთ შეკითხვას „რისთვის?“ საუბარი არ არის მარცვლეულზე, ეს ტერორიზმია, ტერორისტული აქტია, მოსახლეობის ტერორი...“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინი არაადეკვატური ადამიანია და მსოფლიოს უმეტესობას ეს ესმის.