ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტს და საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„მაშინ, როცა ყველა ცდილობს, გახდეს ეკონომიკურად დამოუკიდებელი ჩინეთისგან, საქართველო სხვა მხარეს უხვევს.
რუსეთის დახმარება სანქციებისთვის თავის არიდებაში, ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. ირონიულად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სწორ მიმართულებას ევროპისკენ“, – წერს ევროპარლამენტარი.