ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე ეხმიანება და ეთანხმება აშშ-ს ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას, ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
კირთაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს " დემოკრატიული ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებული ახალი მთავრობა" სჭირდება.
"თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებებს, რაც ჩვენი პოლიტიკურ შეფასებებსაც სრულად ემთხვევა, ქართული ოპოზიციური სპექტრის ერთი ნაწილი და არასამთავრობო სექტორი გაიზიარებს და ქართულ ოცნებასთან ბუნდოვან თანამშრომლობის ფორმატებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ვფიქრობ, რომ მთლიანი პროცესისთვისა და დემოკრატიული ცვლილებებსითვის ამ ქვეყანაში ძალიან სასარგებლო იქნება".- აცხადებს კირთაძე.
ცნობისთვის, აშშ-ს ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ტვიტერზე გამოეხმაურა ბათუმის პორტში საკრუიზო გემის შემოსვლასა და მოქალაქეების პროტესტს და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოსახლეობას იმედებს უცრუებს, ამიტომ ხალხი ან უნდა დათანხმდეს რუსეთთან ყოფნას, ან უნდა აირჩიოს ახალი ხელისუფლება.