ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი ბათუმში რუსული გემის შემოსვლაზე გამართულ საზოგადოებრივ პროტესტსა და ამ პროტესტზე ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
როგორც გიორგი ნონიაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმს კვლავ სურს, რომ საქართველოსგან შეიქმნას რუსეთის ეგზოტიკური კოლონია და მიზანმიმართულად ამის შესაბამისს პოლიტიკას ახორციელებს.
„ვინც ამ პრორუსულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება, ეს რეჟიმი ყველას პროვოკატორად აცხადებს და ბოლოს მომხდარი ამბავიც ბათუმში ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი არ აქვს ამ ხელისუფლების პირობებში.
ეს ხელისუფლება ეწინააღმდეგება პირველ რიგში ხალხის საზოგადოებრივ ინტერესს და ასევე საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“ - თქვა გიორგი ნონიაშვილმა.