ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
"1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს-არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ, ორწელიწადნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით, ახალი ენერგიით", - წერს ხოფერია Facebook-ზე.
ხოფერიას თქმით, ამიერიდან სამინისტროს მისი კოლეგა - ნანა გაბელია უხელმძღვანელებს.