რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ კრივი რიგზე. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას მოხვდა, შედეგად, დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ადამიანი, დაშავებულია 10-მდე მოქალაქე.
ხელისუფლება შიშობს, რომ შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილი.
ამჟამად ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მეხანძრეები ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას.
ამასთან, უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურის იური იგნატის განცხადებით, რუსეთმა ქალაქს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა.