მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ნავსადგურში დილის 06:00 საათისთვის შემოვიდა. მას აქციის მონაწილეები პროტესტით დახვდნენ.
ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი გადაკეტილი აქვთ სამართალდამცველებს, მეორე ნაწილი კი აქციის მონაწილეებს. გემის მიმდებარედ სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
ადგილზე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის. სავარაუდოდ დაკავებულია ათამდე ადამიანი.
ადგილზე ისმის შეძახილები "წადი, წადი", "პუტინ ხ*ილო", "საქართველოს გაუმარჯოს".
სამოქალაქო აქტივისტებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით "რუსეთი ოკუპანტია".
ბათუმის პორტთან აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე გამოჩნდნენ რობოკოპები და სპეცრაზმიც. მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს პორტის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცა, რასაც ხმაური და დაძაბულობა მოჰყვა.