ხმაურია ბათუმის ნავსადგურში, სადაც დილისთვის საკრუიზო ლაინერის შემოსვლას ელოდებიან, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან.
ტერიტორიაზე მოქალაქეები, ასევე „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
მანამდე რუსული საკრუიზო ლაინერის დასახვედრად, ბათუმის პორტთან ორმაგი ბარიკადები აღმართეს.
ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებას.
სოჭიდან ბათუმის პორტში საკრუიზო გემი 31 ივლისს, გამთენიას, 07:00 საათზე შევა. პორტთან აქციის გამართვას კი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აპირებენ გვიან ღამითაც.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები ცდილობენ მოარღვიონ ჯებირები და შევიდნენ ნავსადგურის ტერიტორიაზე. „რუსებო“ – ისმის შეძახილები აქციაზე პოლიციის მისამართით.