მოსკოვში საოფისე კორპუსს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა, ერთი ადამიანი დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 30 ივლისს დილით მოსკოვის თავზე ჯამში 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
რუსული პროპაგანდისტული გამოცემა „ტასი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთი დრონი ქალაქის გარეუბანში ჩამოაგდეს, დანარჩენი ორი კი მოსკოვში საოფისე შენობას მოხვდა, რის შედეგადაც დაცვის თანამშრომელი დაშავდა. თავდაცვის სამინისტრომ, მომხდარს "ტერორისტული თავდასხმის მცდელობა" უწოდა.
„ტასის“ ინფორმაციით, ამჟამად მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტი დაკეტილია, ფრენები კი სხვა აეროპორტში გადაიტანეს.