რუსეთის ქალაქ სამარაში კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა.
ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატი ალექსანდრ ხინშტეინი ტელეგრამზე წერს. როგორც ხინშტეინი წერს, წინასწარი ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
მისივე ინფორმაციით, აფეთქებას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია, არ არიან დაშავებულები.
ამასთან, გამოცემა Baza იუწყება, რომ ქარხანაში აფეთქება ქარხნის თანამშრომელმა მოაწყო. მან ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთი საამქროს მიტოვებულ შენობაში დაამონტაჟა.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შემდეგ კაცი ყაზახეთში გადასვლას შეეცადა, თუმცა ის საზღვარზე დააკავეს.