ბათუმის პორტში ტურისტული გემის და რუსი ტურისტების ჩამოსვლის დროს მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მოქალაქეების რეაქცია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
კელი დეგნანმა უპასუხა კითხვას, რომელიც ბათუმში საკრუიზო გემის შემოსვლასთან დაკავშირებით გუშინ გამართულ აქციას შეეხებოდა.
"რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას ბათუმში მოჰყვა რეაქცია საქართველოს მოქალაქეებისგან და ვფიქრობ, ეს რეაქცია ბუნებრივი იყო. ქართველები არაჩვეულებრივი, სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ არავინ უნდა ელოდოს, რომ ეს ხალხი სიამოვნებით დახვდება აქ ადამიანებს, რომლებმაც მათი მიწების ოკუპაცია მოახდინეს და ხელს უშლიან ადამიანებს, რომ სახლში დაბრუნდნენ. ამიტომ, ვთვლი, რომ ხალხის ასეთი რეაქცია არავის უნდა უკვირდეს", - თქვა დეგნანმა.