ვინმეს თუ სურს სახელმწიფოსთვის მუშაობისგან დასვენება, სახელმწიფოც დაისვენებს ასეთი ადამიანებისგან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„კიევი. დღეს უმაღლეს რადას ერთი დეპუტატი გამოაკლდა. ეს სამართლიანია. ახლა ასევე სამართლიანად ვიტყვი: ნებისმიერი ჩინოსნის, ნებისმიერი დეპუტატის ყოველი განზრახვა, წავიდეს საზღვარგარეთ, უნდა შემოწმდეს ბოლო წამამდე. ვინმეს თუ სურს სახლემწიფოსთვის მუშაობისგან დასვენება, სახელმწიფოც დაისვენებს ასეთი ადამიანებისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მას არ დაუსახელებია გვარები, თუმცა საუბარია „სლუგა ნაროდას“ დეპუტატ იური არისტოვზე, რომელიც ივლისში მალდივის კუნძულებზე შენიშნეს. ის ეჭბმიტანილია ოფიციალურ დოკუმენტებში ცნობების გაყალბებასთან დაკავშირებით.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თათბირზე ასევე საუბარი იყო სამხედრო კომისარიატების შემოწმებაზეც.
ვიდეომიმართვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში ჩაწერა, რომელზეც გასული კვირის ბოლოს რუსეთის სარაკეტო იერიში განხორციელდა.