მინდა გაცნობოთ სიხარულით, რომ სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები, ის მზად არის თქვენთან დიალოგისთვის - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
„მინდა გაცნობოთ სიხარულით, რომ ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები. ის მზად არის თქვენთან დიალოგისთვის, მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, როგორ ყოველთვის, ჩვენს მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში და გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მას მიაწვდინოთ ხმა და გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები. ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და ყველას გიპასუხებთ. სულ რამდენიმე დღეში იქნება ოფისი და დეტალებს სულ მალე გაცნობებთ,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.