ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელიც მშვიდობიანად აპროტესტებდა რუსეთის ახალ პროვოკაციას, - ამის შესახებ საქართვერლოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.
"ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელიც მშვიდობიანად აპროტესტებდა რუსეთის ახალ პროვოკაციას - რუსული საკრუიზო ლაინერი სტუმრობს საქართველოს პორტს ბათუმში, მაშინ როცა პუტინი ბლოკავს მარცვლეულის გადაზიდვებს და აფერხებს თავისუფალ გადაადგილებას შავ ზღვაში. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, უკრაინისა და ევროკავშირისთვის", - წერს პრეზიდენტი.