ვაშაძე ყველასთან არის გაერთიანებული. რა უყო ლიაკას და ჯაფარიძეს – გადააგდო? ისინი მოისროლა, რადგან, ეტყობა, აქეთ უფრო სარფიანი წინადადება ჰქონდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოპარული ფულის განაწილება ხდება.
„ვაშაძე ყველასთან არის გაერთიანებული. რა უყო ლიაკას და ჯაფარიძეს – გადააგდო? ისინი მოისროლა, რადგან, ეტყობა, აქეთ უფრო სარფიანი წინადადება ჰქონდა. კეზერაშვილი ვინ არის? ევროპელებს რომ ძარცვავს და იმ ფულით ამათ აფინანსებს, სანაიებს, ტაბლიაშვილებს, ჟიჟილაშვილებს. ამ ადამიანებს 20-30-ათასიანი ხელფასები აქვთ. ამ ხელმოცარულებისა და მორალისგან დაცლილების გაერთიანება რისი მომტანი უნდა იყოს? ფულის მოპარვის სქემაში როგორ ჩაჯდნენ, ამაზე ზრუნავენ. ხან ხაბეს კლანი დაწინაურდა, ხან ბარამიძე ჩააჩოჩეს, ხან მელია მოსპეს, ახლა ხაბესაც უნდა თავისი წვლილის შეტანა. საქართველოს არცერთი მოქალაქე მათზე დროს არ დაკარგავს. ამ პარტიაში არის „დოლია ვარავსკაია“, მოპარული ფულის განაწილება ხდება. მელიას უნდა, ფული თვითონაც მიიღოს და რატომ წავა? ეს პარტია არის უპრინციპოების, მორალისგან დაცლილი ადამიანების თავშეყრის ადგილი. ბარამიძე რანაირად უნდა დარჩეს ამ პარტიაში – რაც მაგან იწუწუნა, თავს ლაფი გადაისხა. რა ღირებულებების კაცია? იგივეა მელიაც. ჩამოაგდო ხაბემ, გვერდზე გავიდნენ, რას ეწუწუნებიან და ემათხოვრებიან, მაგრამ „დოლია ვარავსკაია“ უნდა. კეზერა ევროპელებს ქურდავს, ესენი აქ იყოფენ“, – განაცხადა ზარქუამ.