ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ნაციონალური მოძრაობის წევრს, გია ბარამიძეს ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ პარტიაში ძირითად გადაწყვეტილებებში დავით კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილს მნიშვნელოვანი როლი უკავიათ.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმისთვის ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე უფრო სასურველი ოპონენტი, იმის გამო, თუ რასაც დაემსგავსა ეს პოლიტიკური ძალა - "უპრინციპო, უღირებულებო, უგონო, დიდ პოლიტიკურ ზომბს“
„ბარამიძისგან ახალი არაფერი გაგვიგია. თუმცა კიდევ ერთი დადასტურება, შემახსენებელი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისაც სურს პუტინისტური რეჟიმის დამარცხება და შემდეგ რაც მთავარია რეალური ცვლილებები, რომ სანამ ნაციონალურ მოძრაობა, როგორიც ის დღესაა, ყველაზე დიდი საჩუქარია ივანიშვილის პროპაგანდისთვის“ - თქვა გიგა ბოკერიამ.