ევროპული ქვეყნები ვერ აღიქვამენ და ვერ ხედავენ როგორ შეიძლება ერთი მხრივ გინდოდეს გახდე ევროპის ნაწილი და თან მესამე პრეზიდენტს ციხეში აწამებდე, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის გენერალური მდივანი - პეტრე ცისკარიშვილი საფრანგეთის ელჩს საქართველოში- შერაზ გარს შეხვდნე.ნ
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ელჩისგან ასევე მოისმინეს, რომ საფრანგეთის პრიორიტეტების სათავეში დგას მიხეილ სააკაშვილის საკითხი.
„რამდენიმე თვის იყო პრეზიდენტ მაკრონის საჯარო განცხადება, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა. ევროპული ქვეყნები ვერ აღიქვამენ და ვერ ხედავენ როგორ შეიძლება ერთის მხრივ გინდოდეს გახდე ევროპის ნაწილი და თან მესამე პრეზიდენტებს ციხეში აწამებდე და არც კი განიხილავდე მის გათავისუფლებას. ელჩისგან ასევე მოვისმინეთ, რომ მისი დედაქალაქის პრიორიტეტების სათავეში იმყოფება მიშა სააკაშვილის საკითხი. ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის შიგნით დემოკრატიას, საარჩევნო პროცესს, რეკომენდაციების შესრულებას, ევროინტეგრაციას. მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და ტყვეობა ჩვენი ქვეყნის მომავალთან არის პირდაპირპროპორციულად დაკავშირებული. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის მიღება არმიღებას, ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ, რომ ეს არის ისეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მომავალს სჭირდება. ქოცები დღეს არიან, ხვალ აღარ იქნებიან, გაქრებიან გაზაფხულის თოვლივით, მაგრამ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ევროინტეგრაციის საკითხში. შეიძლება იყოს გარკვეული პირობები, დათქმები, მაგრამ წლის ბოლოს მნიშვნელოვანია, რომ ევროპასთან დაახლოების საქმეში ოდნავ მაინც წინ წავიწიოთ. ეს არის მათი პოზიციაც, ჩვენც ამას მივესალმებით, რა თქმა უნდა, მეტი გვინდოდა, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ვერ ვიღებთ, ამიტომ მთლად ბოლომდე რომ არ ჩამოვრჩეთ მოლდოვას, უკრაინას მნიშვნელოვანია რაღაც ნაბიჯები მაინც გადაიდგას საქართველოსთან დაკავშირებითაც,“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.