ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება.
როგორც თენგო კირთაძემ აღნიშნა, ქართული ოცნება მიზანმიმართული პროპაგანდითა და შეკვეთილი სიუჟეტებით აგრძელებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების დემონიზებას.
მისი თქმით, ზუსტად ეს გზა გაიარა პუტინის რუსეთმა, იგივე ხდებოდა ბელარუსში ლუკაშენკოს პირობებსა და იანუკოვიჩის უკრაინაში.
„იმ ფაქტორს, რომელმაც საქართველოს უსაფრთხოება უნდა დაიცვას საჭიროების შემთხვევაში, სწორედ ამ ფაქტორისა და ძალის დემონიზება ხდება და დასავლეთისგან დაშორება ხდება, რათა ეს ქვეყანა რუსეთის აგრესიის შემთხვევაში დაუცველი აღმოჩნდეს.
ქართული ოცნების მსგავსი სახის პოლიტიკა არის მოღალატეობრივი, რადგან ის გვტოვებს მარტოს და დაუცველს ჩვენი მტრისგან, რუსეთისგან მომავალი რეალური საფრთხის წინაშე“ - თქვა თენგო კირთაძემ