2011 წელს უცხოეთის სამ ქვეყანაში საქართველოს საელჩო გაიხსნება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სესიაზე მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, დაგეგმილია დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა სამხრეთ კორეაში, სამხრეთ აფრიკასა და სინგაპურში.
"სამივე ეს ქვეყანა ინვესტიციების თვალსაზრისით საინტერესო სახელმწიფოებია. ვვარაუდობთ, რომ საელჩოების გახსნით ამ ქვეყნებთან კიდევ უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარებას შევძლებთ, რაც ბუნებრივია, შემდგომში, თანხების მოზიდვაში დაგვეხმარება", - განმარტა ბაინდურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი კენჭს დღეს უყრის.