ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე საქართველოდან მოსახლეობის რეკორდულად გაზრდილ მიგრაციას გამოეხმაურა.
როგორც ბესიკ დონაძემ აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უფრო უარესდება და ეს ყველაფერი ქართული ოცნების ბრალია.
მისი თქმით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შედეგად მოსახლეობა კარგავს სამუშაო ადგილებს და მის საძებნელად ევროპაში მიდის, რათა მარტივად არჩინოს ოჯახები.
„აღნიშნული სიტუაცია რომ შეიცვალოს, ამიტომ უნდა შეიცვალოს ქართული ოცნების ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად, რათა საქართველო დაუბრუნდეს განვითარების ნორმალურ რიტმს“ - თქვა ბესიკ დონაძემ.