ნიკა მელიამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხდა, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, ვინც ფულს იპარავენ.
მელიამ აღნიშნა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში სარეველები არიან.
„შემეძლო პარტია სარეველასაგან გამეთავისუფლებინა, რიგი ადამიანები ჩამომეშორებია, მაგრამ ერთობა მიმაჩნდა ძალიან ძვირფასად ბიძინა ივანშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ახლა უკვე დავრწმუნდი, რომ სწორი ერთობაა მნიშვნელოვანი, რომელიც 24 საათი იმაზე კი არ ფიქრობს, როგორ იშოვონ და მოიპარონ ფული.
ოპოზიციაში რომ არიან ადამიანები, რომლებიც არანაკლებ მდიდრდებიან, ვიდრე სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები, ახალია? - ამბობს მელია.