შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ არსი, სახე, ვინც არ უნდა გაერთიანდეს და გამოვიდეს იქიდან, რჩება უცვლელი – რადიკალიზაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„მარგველაშვილი არის კლასიკური მაგალითი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის. შესაბამისად, ეს დადასტურებულია ასევე „ფარა“-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, სადაც მითითებულია, რომ ბატონი მარგველაშვილი ეწეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურ პროპაგანდას კონკრეტულ საკითხებში, ეს ადასტურებს, რომ ის გახლავთ აქტივისტი „ნაციონალური მოძრაობის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.