ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმდჯომარე, გიგი წერეთელი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ევროკავშირის რეკომენდაციებზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
გიგი წერეთლის თქმით, შეუძლებელია უფრო მკაფიოდ და დამარცვლით შემოგვთავაზონ პარტნიორებმა რეკომენდაციები, როგორც ევროკავშირის მხრიდან არის წარმოდგენილი, იქნება ეს ცალკეულად დეოლიგარქიზაციის, სასამართლოს თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
„როცა არ გინდა გაგება, სხვა მხარეს იყურები და აცდენილი ხარ იმ ძირითად ხაზს, რის გამოც უნდა იყოს საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში აქტიურად მიმდინარე, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ გამოვა. თუ მსგავსად გააგრძელებ, გექნება სწორედ ის მძიმე შედეგი და შეფასებები, რაც სამწუხაროდ დღეს გვაქვს“ - თქვა გიგი წერეთელმა