გიორგი მარგველაშვილი დადასტურებულად მონაწილეა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, რაც დაფინანსებული იყო სააკაშვილის ოჯახის მიერ და მიმართული იყო, რომ დასანქცირებულიყო ქვეყანა და არა – ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„მათ ხერხად გამოიყენეს სააკაშვილის მდგომარეობა, რომელიც თვითდაზიანების რეჟიმშია და ამას საზოგადოება ხედავს. ეს ადამიანი ორპალატიან ლუქსშია და ყველანაირი მკურნალობა უტარდება, ინსინოვაციებს კი წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ.
როგორც წარსულში ისტორიულად, ასევე აწმყოში, გარე და შიდა გამცემი მტერი გვყავს და უამრავი ადამიანია, ვინც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის მზად არის, თავის ქვეყანას ლახვარი ჩასცეს ზურგში. ამის ვაჟკაცობაც არ ჰყოფნით და ვერც ვერასოდეს ეყოფათ. როგორ შეიძლება, პასუხი გასცე იმას, როცა საკუთარ ქვეყანას მტრობ? – წარმოუდგენელი ამბავია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მეორე ყოფილ პრეზიდენტს იცავდეს დაფინანსებული, მაოხარი, ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ფარგლებში და ქვეყანა დამნაშავე გამოჰყავდეს, ხოლო საკუთარი თავი ჰუმანისტი. ეს უფრო ნაკლები მორალური დანაშაულია, ვიდრე მექრთამეობა? ჩემი აზრით, დიდი დანაშაულია, როცა გააზრებულად ხარ ქვეყნის წინააღმდეგ ნაწარმოები კამპანიის მონაწილე“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.