შვება ვიგრძენით, როდესაც მიღებული იყო გადაწყვეტილება ე.წ. უცხოური აგენტების კანონის უპირობოდ გაწვევის შესახებ, მთავრობამ და მმართველმა პარტიამ დაგვარწმუნა, რომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის არ იქნება ხელახლა წარდგენილი, – პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„დღევანდელი ღონისძიებაც, რომლის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, არის იმ ფაქტის საუკეთესო მაგალითი, რომ საქართველოს მომავლის შესახებ დისკუსია მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით, რომლებსაც ჩვენ, როგორც ევროკავშირი ძლიერ ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკი დაესწრო კონფერენციას თემაზე – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“. ელჩის თქმით, შეხვედრაზე განსახილველი თემა მნიშვნელოვანია, რადგან ეხება საქართველოს ევროინტეგრაციის გამოწვევებს.