ირაკლი კობახიძის კონკრეტული ღლიცინები და ა.შ. ერთ რამეს მოასწავებს მხოლოდ, რომ აქვთ შიში და სწორად ეშინიათ იმიტომ, რომ ქართველ ხალხთან ერთად ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას და რუსული პარტიის გასტუმრებას პოლიტიკურ მოუსავლეთში, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს პოლიტიკური სილა არ ასცდება.
“მან ალბათ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის. “ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისივე შინაარსით და ასჯერ, ათასჯერ უფრო სჯობს „რუსულ პარტიას“ სოლავიოვს, მარგარიტა სიმონიანის პარტიას. „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული გაერთიანება რომ სჯობს ამას, საზოგადოება თავად გააკეთებს არჩევანს და გადაწყვეტს. შესაბამისად, პოლიტიკური სილაც არ ასცდება ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს და პუტინისტებს. ამიტომ მისი კონკრეტული ღლიცინები და ა.შ. ერთ რამეს მოასწავებს მხოლოდ, რომ აქვთ შიში და სწორად ეშინიათ იმიტომ, რომ ქართველ ხალხთან ერთად ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას და ამ დიდ კოალიციით ქართველ ხალხთან ერთად ვაპირებთ „რუსული პარტიის“ გასტუმრებას პოლიტიკურ მოუსავლეთში.” - ასე გამოეხმაურა ლეგან ხაბეიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას.