სასაცილო გახდა უკვე ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველ მესამე წინადადებაში რუსულის ხსენება და ამით დაშინება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუშვილმა განაცხადა.
"ამაზე გაკეთდა გუშინ განმარტება, მათ შორის განათლების სამინისტროს მხრიდან, რომ ეს არის დეზინფორმაცია და კიდევ ერთხელ არის თემა იმისთვის, რომ სიტყვა რუსული, რაც შეიძლება ბევრჯერ ჟღერდეს ქართულ მედიასივრცეში. თუ მაინც და მაინც იმაზეა საუბარი, რომ რუსული რუსული იყოს, კი ბატონო, შეგვიძლია ბევრჯერ გავიმეოროთ რუსული, რუსული, მაგრამ ეს ხომ ჩანს უკვე, საერთო ჯამში, სასაცილო გახდა უკვე ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველ მესამე წინადადებაში რუსულის ხსენება და ამით დაშინება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში პრიმოკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ თქვა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსება იგეგმება. თუმცა შემდეგ განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნაზე არანაირი პროცედურა მიმდინარეობს.