24 ივლისს, დღის ბოლოს, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კონსტანტინოვკა კასტური ჭურვებით დაბომბა. დაიღუპა ერთი ბავშვი, ასევე დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
დონეცკის სოალქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს განცხადებით, მძიმედ დაშავებული ბავშვის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მისივე თქმით, ოკუპანტებმა დასასვენებლი ზონა დაბომბეს.
მისი თქმით, მტერმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „სმერჩიდან“ კასეტური ჭურვებით დაბომბა ის ადგილი, სადაც მოსახლეობა დასასვენებლად იყო გამოსული. მისივე თქმით, სწორედ ასეთი იარაღი გამოიყენება ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალის გასანადგურებლად.
კირილენკომ აღნიშნა, რომ რუსები მორიგ ჯერზე ამტკიცებენ, რომ იბრძვიან მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.
„მერეამდედ მივმართავ მშობლებს: საომარი მოქმედებების ზონაში ბავშვების ადგილი არ არის! იზრუნეთ მათზე, გაიყვანეთ, ამისთვის საჭირო დახმარებას გაგიწევთ“, - აღნიშნა კირილენკომ.