ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსეთის მიერ ოდესაზე თავდასხმა დაგმო, რის შედეგადაც მარცვლეულის საწყობი გადანდგურდა. ამის შესახებ ის „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„რუსეთი ყოველდღიური მიზანმიმართული თავდასხმებით ანადგურებს უკრაინულ მარცვლეულს და პორტის ინფრასტრუქტურას.
„რუსეთის მიერ სურსათის იარაღად გამოყენება და შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტა გავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე და მილიონობით ადამიანს საფრთხის წინაშე აყენებს“, – წერს ბორელი.