„ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე, რაც მოჰყავს სისრულეში და პუტინისტებით, რუსებით ავსებს საქართველოს,“ - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2012 წლის შემდეგ ქვეყნიდან გავიდა 250 ათასი ქართველი და უკან აღარ დაბრუნდა.
„ოფიციალური სტატისტიკით 2012 წლიდან დღემდე 250 ათასი ადამიანი რომ გავიდა საქართველოდან, არ დაბრუნებულა. კიდევ უფრო მეტი გადის, მაგრამ რაღაც შუალედში ადამიანები ბრუნდებიან, მერე ისევ მიდიან, 250 ათასი ქართველია, რომელიც გავიდა და არ დაბრუნდა ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ ბათუმის და ქუთაისის ყველა სახლი დაიკეტოს ან საზოგადოებამ უკეთ რომ აღიქვას, ისან-სამგორში რომ მოსახლეობა გავიდეს ქვეყნიდან. ასეთი უბედურება სჭირს ჩვენს ქვეყანას და ამასობაში ამ ადამიანების ჩანაცვლება ხდება პუტინისტებით, რუსებით, სავარაუდოდ დივერსანტებითაც, რადგან არ ვიცით ეს რუსები, რომლებსაც საზღვარზე უკონტროლოდ უშვებენ, ვინ არიან და მერე არა თუ უშვებენ, ათი ათასობით უძრავ ქონებას ყიდულობენ, ბიზნეს აფუძნებენ და ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნება რაც არის, რომ საქართველო ქართველების გარეშე, მოჰყავს სისრულეში და პუტინისტებით, რუსებით ავსებს საქართველოს. ეს არის უსერიოზულესი და უმნიშვნელოვანესი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.