"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ რუსულ ექსპანსიას "არაფერი და ვერაფერი დაადასტურებს." მისი თქმით, ამ თემაზე საუბრის მიზანი პანიკის დათესვაა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს დეკლარირებული აქვს ანტირუსული და პროდასავლური პოლიტიკა.
"ვერ ვხვდები მიზეზს, რატომ უნდა ვიმსჯელო ვიღაც ადაიანის მოსაზრება. თუ აღბიშნული რაღაც ფორმით დაემსგავსება ფაქტს, მზად ვარ გავაკეთო კომენტარი.
თუ საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, ინსტიტუციების დაფუძნება გაინტერესებთ, არაერთი ევროპული, ამერიკული ინსტიტუტი და უნივერსიტეტი დაარსებულა და არ მახსოვს, რომ აღნიშნულ თემაზე რაიმე კითხვა გაგეკეთებინათ და დაგესვათ.
არაფერი და ვერაფერი ვერ დაადასტურებს რუსულ ექსპანსიას საქართველოში. ყველას დეკლარირებული გვაქვს ანტირუსული და პროდასავლური პოლიტიკა. ამიტომ, ამ თემაზე საუბარი ერთადერთი ემსახურება იმას, რომ დათესოთ რაღაცა პანიკა და აჟიოტაჟი გამოიწვიოთ საზოგადოებაში".- თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, საქართველოში პრიმოკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსება იგეგმება. მისი თქმით, უნივერსიტეტის მშენებლობისთვის შესაბამის ადგილს უკვე ეძებენ.