რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, იუნესკო-ს დაცვის ქვეშ მყოფი ოდესის ისტორიულ ცენტრში, არქიტექტურის 25 ძეგლი დაზიანდა. ინფორმაციას ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.
„რუსებმა გამიზნულად გაუშვეს რაკეტები ოდესის ისტორიული ცენტრის წინააღმდეგ, რომელიც იუნესკო-ს დაცვის ქვეშ იმყოფება. ყველაფერი, რაც დიდი არქიტექტორების თავდაუზოგავი შრომით იქმნებოდა, ახლა ნადგურდება ცინიკური ბოროტმოქმედებების მიერ“, – წერს კიპერი.
დაზიანებულ ნაგებობებს შორის არის მე-19-მე-20 საუკუნის შენობები.
23 ივლისს, ღამით რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესის ცენტრზე. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. დანგრეულია ექვსი საცხოვრებელი სახლი. ასევე, ოდესის ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი – ფერისცვალების საკათედრო ტაძარი.