ინგლისში, ესექსის საგრაფოს ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას ოფიციალურად მიენიჭა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჰარლოუში მეხუთე ავენიუს „მეხუთე ავენიუ – ზელენსკის ავენიუ“ ოფიციალურად ეწოდა.
აბრის გახსნის ცერემონიას დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო უნდა დასწრებოდა, თუმცა ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე ის ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ცერემონიაზე დამსწრეთა შორის იმყოფებოდა ჰარლოუს დეპუტატი რობერტ ჰალფონი.