გვექნება წაგებისთვის გამზადებული პლატფორმა „ჭიჭესა“ და ჩემი ხაბეს ლიდერობით, ეს არის და ეს, გავერთოთ, წინ გვაქვს მთელი საარჩევნო მარათონი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ლევან ხაბეიშვილი-გიორგი ვაშაძის ალიანსზე საუბრისას განაცხადა.
„ეს „ჭიჭე“ კაი შებერტყილის ერთია. რამდენიმე დღით ადრე პრესაში შეუშვა თემა, რომ პრემიერად თურმე ის ინიშნება და ორი-სამი დღე საზოგადოება მაგაზე ბჭობდა, იქნებოდა თუ არა ვაშაძე პრემიერად. მეორეც, ხაბეც კაი შებერტყილი გვყავს, მიხვდა და თქვა, რომ ასეთი საუბარი ამ თემაზე არ გვქონდა და ნაადრევიაო. ორივენი შებერტყილები არიან, მაგრამ მე ვაფრთხილებ ვაშაძეს, კიდევ რამე მცდელობა გექნება, ჩემი ხაბე დამიჩაგრო და პირადად მოგთხოვ შენ. ამათზე სერიოზულად როგორ უნდა ილაპარაკო? „ჭიჭემ“ ამოწურა იმ „ტროიკასთან“ ურთიერთობა? ის მიაგდო და ახლა – ახალია. არაფერი, ესენი არიან პარტიიდან პარტიაში გადამსვლელები, მომთაბარე ტომებივით. ასე რომ, რა შედეგი, არაფერი. ვიხალისებთ კიდევ ერთხელ და მოგვცემა საშუალება, კიდევ ერთხელ დავცინოთ ამ ხელმოცარულებს.
ძალიან გთხოვთ, ჩემს ხაბეს ერთ პროცენტზე მეტი, დაახლოებით ექვსი პროცენტი ჰქონდა და ახლა ვაშაძე არის წყალწაღებული, ერთპროცენტიანი, ასე რომ, რას უნდა ველოდოთ, ჩვეულებრივად გვექნება კიდევ ერთი წაგებისთვის გამზადებული პლატფორმა „ჭიჭესა“ და ჩემი ხაბეს ლიდერობით. ეს არის და ეს. გავერთოთ, წინ გვაქვს მთელი საარჩევნო მარათონი. ჩემი ხაბე ძალიან პრინციპული და შრომისმაყვარე ბიჭია. ემზადება, სპორტზეც დადის, სირბილზეც, ინგლისურზე. წალენჯიხაში ვეპატიჟები, მეგრული დასჭირდება. მეგრული თუ არ იცის, აგერ, გახარიას რა დაემართა, არ იცის და ამიტომ თამაშგარე დარჩა. თუ უნდა სამეგრელოს ხმები, ჩამოვიდეს, მოვამზადებთ მეგრულში, უფასოდ, ხაბე გელოდები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.