უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დონეცკის ოლქის დასახლება ნიუ იორკის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.
დონეცკის ოლქის პროკურატურის ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ოკუპანტებმა ფაბ-250 ტიპის ავიაბომბები გამოიყენეს.
დაბომბვის შედეგად დაიღუპა ოთხი ადგილობივი მცხოვრები, მათ შორის ცოლ-ქმარი. მათი ცხედრები მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან გამოიყვანეს.
გარდა ამისა, დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქების ტალღამ დააზიანა საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნაგებობები.
დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ჯერ ისევ ზუსტდება.