აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინდან მარცლეულის ექსპორტის აღდგენა ძალიან რთული იქნება რუსეთის მხრიდან შავ ზღვაში სამოქალაქო გემების განადგურების მუქარის გამო.
„ჩვენ ვმუშაობთ მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორებთან, ასევე უკრაინასთან, რომ განვიხილოთ სხვა ვარიანტები. მაგრამ მინდა გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ ამ ინიციატივით დაკარგულის ანაღზაურება სხვა გზებით შესაძლებლი იქნება. ამიტომ ჩვენ მივმართავთ ყველანაირ ძალისხმევას“, - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ პარტნიორებთან და აშშ-ის გადამზიდავ კომპანიებთან ერთად ეძებენ ალტერნატიულ საზღვაო გზებს, რადგან კომერციული საზღვაო გადაზიდვების აღდგენა ძალიან რთული იქნება. ამიტომ მისი თქმით, გადამზიდავი და სადაზღვევო კომპანიებისთვის ძალიან რთული იქნება ისეთ გარემოში მუშაობა „იმ მუქარის გათვალისწინებით და უფრო მეტიც იმ ქმედებების გათვალისწინებით, რაც რუსეთმა განახორციელა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში“.