თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა აღდგეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ შეწყვეტას მთელი რიგი შედეგები მოჰყვება, დაწყებული საკვების გლობალური ფასების მატებიდან გარკვეულ რეგიონებში დეფიციტამდე და, პოტენციურად, მიგრაციის ახალ ტალღებამდე.
მჯერა, ამ საკითხის საფუძვლიანი განხილვით პრეზიდენტ პუტინთან, შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ამ ჰუმანიტარული ძალისხმევის გაგრძელება. ვიცით პრეზიდენტ პუტინსაც აქვს გარკვეული მოლოდინები დასავლეთის ქვეყნებისგან და გადამწყვეტია ამ ქვეყნებისთვის ზომების მიღება ამ კუთხით'', - თქვა ერდოღანმა.