მკაფიო განსხვავებაა აშშ-ს კანონსა და რუსულ კანონს შორის, რომელსაც საქართველოში კენჭი უყარეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კანონმა დამღუპველი გავლენა მოახდინა რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა უმეტესობა დაიხურა ან გავიდა ქვეყნიდან, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს კანონპროექტი არის რუსული ტიპის და ორიენტირებულია არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. აშშ-ის აქტი ფოკუსირებულია ლობისტებზე და იურიდიულ ფირმებზე, რომლებიც დაქირავებულნი არიან გარე წყაროების მიერ, რათა იმუშაონ ამ გარე წყაროების სასარგებლოდ. ასე რომ, საკმაოდ მკაფიო განსხვავებაა აშშ-ს კანონსა და რუსულ კანონს შორის, რომელსაც საქართველოში კენჭი უყარეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კანონმა დამღუპველი გავლენა მოახდინა რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა უმეტესობა დაიხურა ან გავიდა ქვეყნიდან.
აშშ-ის კანონი, რომელიც ორიენტირებულია იურიდიული ფირმებისა და ლობისტების გამჭვირვალობაზე, რომლებიც დაქირავებულნი არიან უცხოელების მიერ უცხოელთა ინტერესებისთვის სამუშაოდ, სრულიად განსხვავებულია და უზრუნველყოფს გამჭვირვალობას. აქ საქართველოში თქვენ უკვე გაქვთ გამჭვირვალობა დონორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშობისას“, – განაცხადა ელჩმა.
ამასთან, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ არ უნახავს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობაზეა საუბარი.